გია აბაშიძე ნოდარ მელაძეს: „ნაცებმა“ რამდენჯერ უნდა გაგინონ, გაგლანძღონ, გამხილონ, რაღა უნდა გიქნან, მაინც ყველაზე მეტი სიბინძურე შენ რომ არ აკეთო მაგათთვის და საფლავში არ ჩაყვე?!

“კურიერის” მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და ტვ „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს მიმართავს:

„ამ ნაცებმა რამდენჯერ უნდა გაგინონ, რამდენჯერ უნდა გაგლანძღონ, რამდენჯერ უნდა გამხილონ და რაღა უნდა გიქნან, მაინც ყველაზე მეტი სიბინძურე შენ რომ არ აკეთო მაგათთვის და საფლავში რომ არ ჩაჰყვე?!
თუ ვერც ნაცი გიტანს და ვერც ქოცი, რას აკლავ თავს, რა გინდა, თავად იცი?..“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები