თურქეთის ელჩმა მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

   თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის შემდეგ, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თურქეთის ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თურქეთის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ. შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები