ეკა სეფაშვილი: „მაგნიტსკის სია“, რომელზეც „ნაცმოძრაობა“ მიუთითებს, საფუძველმოკლებული მუქარაა

“ხალხის ძალის” წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით, „მაგნიტსკის სია“, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ მიუთითებს, საფუძველმოკლებული მუქარაა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების მითითებების შესრულების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

„ქართველი ექიმების მითითებები ზედმიწევნით რომ შეასრულოს, ვფიქრობ, მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

„მაგნიტსკის სია“, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ მიუთითებს, არის საფუძველმოკლებული მუქარა და არ ვფიქრობ, რომ მას ოდესმე ასრულება უწერია“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები