რატი იონათამიშვილი – ყარალაშვილის განცხადებაზე: ამ ადამიანებმა იციან, რომ მათი მხარდაჭერა განულებულია, ამიტომ, სისხლისღვრა და არეულობა ჩვენს ქვეყანაში არის მათი მიზანი, რაც, ცხადია, არ გამოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი უკრაინაში მებრძოლი “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერის, ნოდარ ყარალაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კუდი არ გასწორდება, გინდ ყოფილი თანამდებობის პირი იყოს, გინდ დაქირავებული მებრძოლი. ფაქტი არის ერთი – ამ ადამიანებმა იციან, რომ მათი მხარდაჭერა განულებულია, ამიტომ, სისხლისღვრა და არეულობა ჩვენს ქვეყანაში არის მათი მიზანი, რაც, ცხადია, არ გამოვა. კიდევ ერთ რამეზე გავაკეთებდი აქცენტს, რომ ნებისმიერი ასეთი მოღალატეობრივი განცხადება სიხარულს ჰგვრის ხოლმე აქ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და წევრებს“, – აცხადებს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, ნოდარ ყარალაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს: „თუ გინდათ, მე ჩამოვალ სადაც გინდათ, ოღონდ საქართველოში არა. საქართველოში მე ასე არ შემოვალ, საქართველოში შემოვალ ტანკებით, ტანკებით შემოვალ აფხაზეთის მხრიდან. იმიტომ გითხარით, გადაგივლით, დრო მოვა, გადაგივლით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები