შალვა პაპუაშვილის თქმით, არ აქვს მოლოდინი რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პოზიციას შეიცვლის.

ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვაზე შეიწყალებს, თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს, პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ამის მოლოდინი არ აქვს.

„არანაირად არ მაქვს ამის მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია, რაც მან არაერთხელ გააჟღერა. მე ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ეს პოზიცია შეცვლილიყო. ის თავად გახლავთ, როგორც აღნიშნა, იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც სწორედ ეხებოდა გირგვლიანის საქმეს და დღეს გირგვლიანის საქმეზე მიდის მართლმსაჯულების აღსრულება. ყველა, ვინც ახლა ცდილობს, რომ რამენაირად დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები