უკრაინაში Bild-ის ჟურნალისტი დაიჭრა

უკრაინაში Bild-ის სამხედრო კორესპონდენტი, ბიორნ შტრიცელი დაიჭრა.

როგორც “ტვიტერში” გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, იოჰანეს ბოიემ დაწერა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ​”ეს არის იმ ყველა სირთულის შეხსენება, რასაც უკრაინაში რეპორტიორები გადიან”.

თავად შტრიცელმა დაწერა, რომ ვახშმის დროს შუბლზე ჭრილობა მიიღო.

მისი ვარაუდით, მტრის სამიზნე ახლოს მდებარე რკინიგზის სადგური იყო.

“ყველაფერი კარგადაა, მხოლოდ შუბლზე მაქვს ჭრილობა, რომელიც ვახშმის დროს მინის ნამსხვრევისგან მივიღე”,- დაწერა ჟურნალისტმა.

მას არ დაუზუსტებია კონკრეტულად სად იმყოფება უკრაინაში, თუმცა დეკემბრის ბოლოს ბახმუტიდან და სვატოვოდან ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები