ლევან იოსელიანი: როდესაც აჟღერებენ ბრალდებას, თითქოს პატიმარს წამლავენ, უნდა მოელოდო, რომ ამის საპასუხოდ მასთან შემსვლელი მნახველების რაოდენობა შეიზღუდება

როდესაც ბრალდებას აჟღერებენ, თითქოს პატიმარს წამლავენ, უნდა მოელოდო, რომ ამის საპასუხოდ მასთან შემსვლელი მნახველების რაოდენობა შეიზღუდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„დეპუტატს უფლება აქვს მოინახულოს მსჯავდებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულარულად მასთან პოლიტიკურ დისკუსიას უნდა აწარმოებდნენ. რაც მთავარია, უფლებადამცველების მიმართულებით სახალხო დამცველის ოფისს შეუზღუდავად, ყოველთვის შეუძლია მივიდეს და ნახოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია. დანარჩენი, პოლიტიკურ პარტიას როგორი ინტერესი აქვს გასაგებია, მაგრამ როდესაც ასეთ ბრალდებას აჟღერებენ, ზოგადად, რომ მას წამლავენ, უნდა მოელოდო, რომ ამის საპასუხოდ იქნება ის, რომ მნახველების რაოდენობა, ვინც ხშირად მიდის მასთან, თუ არ ვცდები 200-ს აჭარბებს უკვე, იქნება შეზღუდული“, – თქვა იოსელიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები