გურამ მაჭარაშვილი: მჯერა, რომ პრეზიდენტი შეეცდება საკუთარი პრინციპულობა შეინარჩუნოს

მჯერა, რომ პრეზიდენტი შეეცდება საკუთარი პრინციპულობა შეინარჩუნოს – როცა საჯარო დონეზე პრეზიდენტზე ასეთი ზეწოლა ხორციელდება, ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება კულუარებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საწინააღმდეგოდ მის ადმინისტრაციასთან გამართული აქცია შეიძლება იმის საშუალებად გამოიყენოს, რომ ამ თემაზე უცხოეთიდან მასზე განხორციელებული ბულინგი შემცირდეს.

„როცა ზურაბიშვილმა თქვა „არა და არასოდეს“, ის წარსული ცუდი პერიოდი გაანალიზა, რამაც სახელმწიფო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, სადამდეც მიიყვანა და შემდგომ ხალხმა სააკაშვილის ხელისუფლება გაუშვა – სწორედ ეს გაითვალისწინა ზურაბიშვილმა და ამიტომ თქვა სიტყვები: – „არა და არასოდეს“! ვხედავთ, რომ უცხოეთიდან არის არა მხოლოდ კულუარული, არამედ საჯარო პირდაპირი ბულინგი იმ ადამიანის შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელზეც განაჩენი ქართულ და საერთაშორისო სასამართლოს აქვს გამოტანილი. მჯერა, რომ პრეზიდენტი შეეცდება საკუთარი პრინციპულობა შეინარჩუნოს – როცა საჯარო დონეზე პრეზიდენტზე ასეთი ზეწოლა ხორციელდება, ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება კულუარებში.

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თხოვნა და მოთხოვნაა, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა აღსრულდეს ყველასთვის – მათ შორის იმ ოჯახებისთვის, ვისაც ზიანი მიადგა“, – თქვა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები