ამირან სალუქვაძე – ზურაბიშვილის ბრიფინგზე: უაზრო ბრიფინგი, ისევ თითის გაშვერა, ოღონდ ზუსტად იმ ხალხის მისამართით, ვინც პრეზიდენტად აქცია

ექსპერტი ამირან სალუქვაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“1. უაზრო ბრიფინგი. ისევ თითის გაშვერა, ოღონდ ზუსტად იმ ხალხის მისამართით, ვინც პრეზიდენტად აქცია, იმ ხალხთან ერთად, ვინც დღეს აქციაზე იყო. 2. ქართუს ხსენება ასეთ კონტექსტში ასევე ვერ ჯდება… მაგ ქართუს დამფუძნებელმა კეთილი ზრახვებით იმოქმედა, სიმბოლური იქნება პირველი ემიგრაციის შთამომავლის არჩევაო… სანერვიულო გაუხდა პირველი ტურიც და არჩევანიც. დღემდე საყვედურობს ხალხი. 3. ყველა შემთხვევაში მივარდნა შეურაცხყოფაა. გაყოფა მოინდომა, ამათ ვუთხარი, იმათ არაო, თუ პირიქით. არადა, წინ სულხან მოლაშვილის ძმა და მამა, ია მეტრეველი და სხვები ედგნენ. მათ უკან სხვები და ვის უთხრა?! 4. საახალწლო სოფელი მანდ ყოველ წელს იყო, რაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მაგრამ წელს სხვა დღის წესრიგი აქვს. 5. არასამთავრობოებს მოუწოდა, ჩემზე ზეწოლა ხორციელდება და რატომ ვერ იმჩნევსო. თვეებია მასზე ზეწოლაა, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან. რამდენიმე დღეა, შეწყალების მოთხოვნით, ხელმომწერებს აგროვებენ, კეზერაშვილის და სხვათა ხელმოწერით და ახლა შეამჩნია ზეწოლა, როცა ამ მრავალთვიანი ზეწოლის ფონზე დაზარალებულებმა პრევენცია სცადეს? თუ თორნიკე მოლაშვილის სიტყვას მოისმენს,.მიხვდება, რომ მან გარე ზეწოლა დააზღვია ზუსტად, ისაუბრა რა, რომ პრეზიდენტზე ზეწოლა ხორციელდებაო. ისევ ის კითხვა დატოვა იქ მისულ ადამიანებში, რა კითხვითაც იყვნენ მისულები. კიდევ ერთხელ, ამ მრავალთვიან მოთხოვნებს ოპოზიციის მხრიდან და ხელმოწერებს არ აღიქვამდა ზეწოლად და ამ ხალხის “მივარდნა” აღიქვა? 6. ერთი მეოთხე გახდა თავისით პრეზიდენტი და მეორე – მეხუთე”,- წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები