გურამ მაჭარაშვილი: საქართველო მეორე ხარისხოვანი ქვეყანა არ არის

“საქართველო არის სახელმწიფო და არავინ უნდა გაბედოს, სუვერენულ ქვეყანაში ჩაერიოს და პირდაპირ უთხრას, ვინ დაიჭიროს და ვინ დაასანქციროს“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა „კრედიტ სუისის“საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მეორე ხარისხოვანი ქვეყანა არ არის.

„ბევრი მტკიცებულებები იყო ისეთი, პირდაპირ აღიარებითი ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ ზეწოლა არის ხელისუფლებაზე და ასევე, ზეწოლა იყო და არის ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, საქართველო არ არის მეორე ხარისხოვანი ქვეყანა, საქართველო არის სახელმწიფო და არავინ უნდა გაბედოს, სუვერენულ ქვეყანაში ჩაერიოს და პირდაპირ უთხრას, ვინ დაიჭიროს და ვინ დაასანქციროს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები