რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ, გადასახადებს გაუზრდიან
რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ჯარში გაწვევის შიშით, საზღვარგარეთ გაიქცნენ, გადასახადებს გაუზრდიან.
ამის შესახებ რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
„ყველასთვის გასაგებია, რატომ გაიქცნენ ეს ადამიანები. ვინც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე დაბრუნდა. სხვები უნდა ხვდებოდნენ, რომ რუსეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ საქციელს არ უჭერს მხარს. მათ მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ წასულმა მოქალაქეებმა უღალატეს ქვეყანას, ახლობლებს და ნათესავებს“, – წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი “ტელეგრამში”.
მისი მოსაზრებით, ასეთი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდა „სამართლიანი ნაბიჯი“ იქნება, რადგანაც „ქვეყნიდან წასული რუსეთის მოქალაქეები დისტანციურად მუშაობენ რუსულ კომპანიებში, ასევე სარგებლობენ საკანონმდებლო შეღავათებით“.