ანა წითლიძე: ჩემს მოთხოვნებში უცვლელი ვრჩები – ვითხოვ, რომ გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მისი მოთხოვნები უცვლელია და შიმშილობას აგრძელებს.

„დღევანდელი გადმოსახედიდან, ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი, გამსახურდიას შეცნობა და რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც გაიარა ქვეყანამ. ამიტომაც, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე, იმაზე, რომ რა სიძულვილშიც გვაცხოვრებენ და სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორება არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ. ჩემი მოთხოვნები არ იცვლება – გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე, ვაგრძელებ პროტესტის ამ ფორმას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში მე-12 დღეა შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები