მარტყოფში „ერისიონის“ საახალწლო კონცერტი გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ საახალწლო კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანსამბლმა მაყურებლის წინაშე შთამბეჭდავი პროგრამა – „ქართული საგანძური“ წარადგინა. საახალწლო კონცერტის მხარდამჭერი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაც გახლდათ.
მიმდინარე წლის ნოემბერში ანსამბლმა „ერისიონმა“ შვეიცარიის სამ ქალაქში: ჟენევა, ლოზანა, ციურიხი და ბაქოში (აზერბაიჯანი), პროგრამით „ქართული საგანძური“, კონცერტები გამართა, ხოლო მიმდინარე წლის 21 და 22 დეკემბერს, ამავე პროგრამით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგა მაყურებლის წინაშე.
ყოველი წლის ბოლოს, ანსამბლი „ერისიონი“ ქართველ მაყურებელთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადება. წინასაახალწლოდ, ამაღლებული განწყობის შესაქმნელად, ანსამბლი მაყურებელს ქვეყნის ყველა კუთხის ხალხური პროფესიული შემოქმედების შედევრებს წარუდგენს, რომელთაც საუკუნეებს გაუძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები