რუსი ოკუპანტები მარიუპოლში ისტორიულ შენობებს ანადგურებენ

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის ცენტრში ისტორიულ შენობებს ანადგურებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე გააკეთა.

„ქალაქის გულში ოკუპანტებმა შენობების ნგრევა დაიწყეს, მათ შორის არის ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობები. ცნობილი სახლი საათით, სადაც ადრე მსოფლიოში ცნობილი ფერმწერისა და მოზაიკის მხატვრის, არნაუტოვის სახელოსნო იყო განთავსებული“, – წერს ანდრიუშჩენკო.

მისი თქმით, რუსი დამპყრობლები მარიუპოლში ისტორიულ ღირებულებებს ფერფლად აქცევენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა დაანგრიეს. რუსულმა ჯარებმა თეატრის შენობაში, რომელშიც თავს ასობით ადამიანი, მათ შორის უამრავი ბავშვი აფარებდა, ბომბი ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები