ნინო ფოჩხუა ანდრო ბარნოვზე: უკვე მოიხსნეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მანტია და პირდაპირ ემუქრებიან ჟურნალისტებს და საკუთარ მოსახლეობას?

სად არიან კელი დეგნანი, კუბილიუსი, ფოტიგა, ეს არ არის მედიაზე ზეწოლა კი არა და პირდაპირი მუქარა, უკვე მოიხსნეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მანტია და პირდაპირ ემუქრებიან ჟურნალისტებს და საკუთარ მოსახლეობას? – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერის, ანდრო ბარნოვის Facebook-სტატუსს ეხმიანება.

„ეს არარაობები, ვისაც ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ, როგორ გვიბედავენ, ამათ უნდათ იმ ფსიქოპატის წინამძღოლობით ხელისუფლებაში მოსვლა? ვერ ეღირსებიან!!!“, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ „როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები