გოგი მეშველიანი: მისი უწმინდესობა, თითოეული ჩვენგანის იმედი და სულიერი დასაყრდენია
საქართველოს პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ულოცავს.
„პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა, გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ამ თარიღს. მისი უწმინდესობა, თითოეული ჩვენგანის იმედი და სულიერი დასაყრდენია. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – გოგი მეშველიანი.