გოგა ხაინდრავა კელი დეგნანის საპასუხოდ მიმართვას აქვეყნებს
სოციალურ ქსელ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადების საპასუხო მიმართვას აქვეყნებს რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“რატომ უპირისპირდებით თქვენი განცხადებებით ქართველი ხალხის ნებას?
თქვენ არ ფლობთ სიტუაციას საქართველოში!
თქვენ არ იცნობთ საქართველოს
ისტორიას,
არც დღევანდელობას!
მე არ მჯერა კელი დეგნანის ამერიკის!
ეს არ არის ამერიკა!
თქვენ არ იცით
რა ხდება საქართველოში!”, – ნაწყვეტი ნიკა გვარამიას მონოლოგიდან. 2020წ. 14.XII. “მთავარი”, – წერს ხაინდრავა “ტვიტერზე”.