აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 858 მილიარდი დოლარის მოცულობის 2023 წლის ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული ბიუჯეტიდან 800 მილიონი დოლარი უკრაინისთვის იქნება გამოყოფილი.
ამასთან, 10 მილიარდი დოლარი გამოიყოფა ტაივანის დახმარების მიზნით. აღნიშნული დოკუმენტი ასევე მოიცავს სამხედრო სფეროში აშშ-ის რუსეთთან თანამშრომლობის აკრძალვის 5 წლით გახანგრძლივებას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტი 8 დეკემბერს, სენატმა კი 16 დეკემბერს დაამტკიცა.