პარლამენტში მოშიმშილე თემურ ჯანაშია ოჯახის წევრებმა სახლში წაიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ოჯახმა ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო და თემურ ჯანაშია სახლში წაიყვანა.

უწყების განმარტებით, ბოლო ანალიზების მიხედვით, შიმშილობის გაგრძელება ჯანაშიას სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა. ამ ეტაპზე შიმშილობას კვლავ განაგრძობს ანა წითლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები