37 მილიონი ინფიცირებული ერთ დღეში – ჩინეთში კორონავირუსი მძვინვარებს

ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირების მასშტაბი უპრეცედენტო მასშტაბს იღებს.

Bloomberg-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომის ოქმზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში დეკემბერში 20 დღის განმავლობაში 248 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც მოსახლეობის, თითქმის 18% შეადგენს.

მხოლოდ 20 დეკემბერს ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა – 37 მილიონი ადამიანი. შემთხვევების წინა მაქსიმალური რაოდენობა 2022 წლის იანვარში იყო, როდესაც ვირუსი ერთ დღეში 4 მილიონ ადამიანს გადაედო.

აღნიშნულია, რომ ეს მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავდება ოფიციალური ციფრებისგან.

​მაგალითად, 21 დეკემბერს მთავრობაში განაცხადეს, რომ მხოლოდ 2,996 ინფიცირებული ჰყავთ, და დეკემბრის დასაწყისიდან 10 გარდაცვლილი.

Bloomberg წერს, რომ დეკემბრიდან ჩინეთი ჯანმოს ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაციას აღარ უგზავნის.

ვირუსი კორონავირუსული შეზღუდვების ნაწილის მოხსნის ფონზე ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები