“ვიწყებთ უწყვეტ აქციებს” – პრეზიდენტის სასახლესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

ვიწყებთ უწყვეტ პროტესტს, რომ სალომე ზურაბიშვილს შევახსენოთ მისი ფუნქცია და ვუთხრათ რომ არ გახდეს სააკაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირი, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ ათონელის რეზიდენციასთან განაცხადა.

ორბელიანების სასახლესთან “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაა.

“მან არ უნდა დაუშვას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით, ვინც ბოლო 20 წელში მოვკალით ორი პრეზიდენტი…ვიწყებთ უწყვეტ პროტესტს, რომ სალომე ზურაბიშვილს შევახსენოთ მისი ფუნქცია და ვუთხრათ, რომ კიდევ აქვს შანსი საქართველოს ისტორიაში ჩაიწეროს როგორც დადებითი პერსონა და არ გახდეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირი”, – თქვა აქციის ორგანიზატორმა გიორგი მუმლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები