სარჯველაძე: ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანი ითხოვს მკურნალობას და არა უცხოეთში წაყვანას და სასჯელის არიდებას

მდგომარეობის ასახვისას სრულფასოვან სურათს ვერ ქმნის ის ციტატები და ამონარიდები, რომლებიც ამ დროისთვის საკმაოდ მოძველებული ანგარიშებიდან არის წარმოდგენილი. რეალობა განსხვავებულია იმისგან, რაც ამ განცხადებაშია აღწერილი, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

„მდგომარეობის ასახვისას სრულფასოვან სურათს ვერ ქმნის ის ციტატები და ამონარიდები, რომლებიც ამ დროისთვის საკმაოდ მოძველებული ანგარიშებიდან არის წარმოდგენილი. რეალობა განსხვავებულია იმისგან, რაც ამ განცხადებაშია აღწერილი.
როდესაც ვხედავთ კეზერაშვილის ხელმოწერას, ადამიანების ერთმა კატეგორიამ უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, თუ ვის გვერდში დგანან და რა მოთხოვნებს აყენებენ. ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანი ითხოვს მკურნალობას და არა უცხოეთში წაყვანას და სასჯელის არიდებას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ყოფილი თანამდებობის პირებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც 130 პირი აწერს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები