რატი იონათამიშვილი: უკეთესი იქნებოდა განცხადებისთვის სათაურად დაერქვათ, რომ ეს არის მიშას ფანკლუბის განცხადება

ხელმომწერთა სიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ, ფაქტობრივად, ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების განცხადებაა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, განცხადებას ძალიან უხერხული აფიშა ჰქონდა, რადგან არც თანამდებობაა პრივილეგია და, მით უმეტეს, არც ყოფილი თანამდებობის პირია პრივილეგირებული.

„ხელმომწერთა სიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ, ფაქტობრივად, ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების განცხადებაა. ალბათ უკეთესი იქნებოდა, მათ განცხადებისთვის სათაურად დაერქვათ, რომ ეს არის მიშას ფანკლუბის განცხადება. ჩვენი საზოგადოებისთვის ასე უფრო გასაგები იქნებოდა. მსგავს განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ყოფილი თანამდებობის პირებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები