თბილისში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა

თბილისში რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

კლიდიაშვილისა და ჩუბინაშვილის კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სკოლის მოსწავლე.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

“კვირა” დეტალების გარკვევას შს სამინისტროში ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები