კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „ირიაომ“ გორსა და მარნეულში წინასაახალწლო კონცერტები გამართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ წინასაახალწლოდ საქართველოს რეგიონებს კონცერტებით ესტუმრა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „ირიაოს“ სოლო კონცერტი ჯერ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა; ხოლო შემდეგ – მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეთნოჯაზბენდი „ირიაო“, კომპოზიტორ დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით, წამყვან ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს, რომლებიც ქართული ფოლკლორისა და ჯაზის საინტერესო ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ.
„ირიაო“ არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა. მუსიკალური ჯგუფი ასრულებს როგორც დავით მალაზონიას მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილ კომპოზიციებს, ასევე კარგად ნაცნობი ქართული მელოდიების ახლებურ ვერსიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები