იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიელებს მოუწოდა, ერთი საათით გამორთონ შუქი, რომ გაიგონ უკრაინელების მძიმე მდგომარეობა, რომლებიც რუსული დაბომბვების გამო, ელექტროენერგიის პრობლემას ებრძვიან.
ამის შესახებ Ansa წერს.
“ყველა კულტურაში შობა სიბნელეზე სინათლის გამარჯვების მომენტია, მაგრამ ამის მაგივრად უკრაინა, თითქმის მთელი დღეები ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. იმის გასაგებად, თუ რას გრძნობენ უკრაინელები, მე ვთხოვდი ყველა იტალიელს, ერთი საათით ელექტროენერგია გამორთონ, რომ გავიგოთ, რაც ნიშნავს, როდესაც ხალხი იცავს თავისუფლებას და ქვეყნის სიყვარულს“, – განაცხადა მელონიმ მსოფლიოში იტალიის ელჩების კონფერენციაზე გამოსვლისას.
მან ასევე ელჩებს უთხრა, რომ შეცდომა იყო აშშ-ზე უსაფრთხოების საკითხებში, ზედმეტი დამოკიდებულება.
„ჩვენ გავაცნობიერეთ ზედმეტი დამოკიდებულება, სუვერენიტეტის თვალსაზრისით სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გამო, და ჩვენ ალბათ, ვაცნობიერებთ აშშ-ზე ზედმეტად დამოკიდებულებას უსაფრთხოების თვალსაზრისით”,- თქვა მან.
პოლიტიკოსის თქმით, კიდევ ერთი შეცდომა იქნებოდა, “რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა ჩინეთზე დამოკიდებულების სასარგებლოდ”.