ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზი საახალწლო გამოფენას მასპინძლობს
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზი საახალწლოდ მოირთო და მცირე გამოფენა მოეწყო.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ინფორმაციით, საახალწლო გამოფენაზე წარმოდგენილია ნიკო დადიანის საახალწლო სუფრის იმიტაცია, გაშლილია სუფრა ნიკო დადიანის სიმბოლიკებით, სპეციალურად მისთვის დამზადებული მონოგრამიანი ჭურჭლით.
ასევე, წარმოდგენილია სახვითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენილია უფლისწულის წინაპრების, კერძოდ, მისი ოჯახის წევრების ფოტოები.
„მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ იმ ეპოქის შობა-ახალი წლის განწყობა შეგვექმნა, დამთვალიერებელთათვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უფლისწულის სასახლეში საახალწლო გამოფენის დათვალიერება უფასოა.
გამოფენა 2023 წლის, 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.