დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ის კლინიკაში, გვიან ღამით გადაიყვანეს.

გადაწყვეტილების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა – დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები