“თიბისის” მხარდაჭერით, სლოვენიაში „ბიბლუსი ჯგუფის” მაღაზია – XS Igrace (XS Toys) გაიხსნა

„ბიბლუსი ჯგუფმა”, სლოვენიაში, ქალაქ ცელიეში, თიბისის მხარდაჭერით, მაღაზია – XS Igrace (XS Toys) გახსნა, რაც ჯგუფის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია. 

მაღაზია XS Igrace მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში – Citycenter Celje-ში მასპინძლობს.  

როგორც საქართველოში, ისე სლოვენიაში, XS Toys უმაღლესი ხარისხის პროდუქციის რითეილერი კომპანიაა, რომლის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდები: Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares and Bruder, Moose, Schleich, TY და სხვა. 

„ბიბლუსი ჯგუფი”  სლოვენიაში სამომავლოდ 10-15 ობიექტის გახსნას გეგმავს.

ბიბლუსი ჯგუფისაქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია და აერთიანებს: წიგნების მაღაზიათა ქსელს – „ბიბლუსს”, სათამაშოების მაღაზიებს – „პეპელას” და XS Toys-ს, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს – „მულტის” და კაფეების ქსელს – „პიატოს”. ჯამში, ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები