ჩინეთში “ომიკრონის” ქვევარიანტის BF.7-ის გავრცელების ფონზე, ინდოეთის მთავრობა მოსახლეობას დისტანციის დაცვისკენ, პირბადის ტარებისკენ, ხელების ხშირ დაბანისკენ და ვაქცინის ბუსტერ დოზის შეყვანისკენ მოუწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 3400 აქტიური შემთხვევაა, ხელისუფლება აცხადებს, რომ შემთხვევების რაოდენობა, ჩინეთისგან განსხვავებით, კლებულობს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მანსუხ მანდავიამ განაცხადა, რომ მთავრობა ყურადღებით აკვირდება ახალ ვარიანტებს და ურჩია ინდოეთის შტატების ხელისუფლებას შტამების ნიმუშები ლაბორატორიებში გაგზავნონ.