თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსულმა სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ჩრდილოეთ კორეიდან იარაღი მიიღო, რომელსაც ისინი უკრაინაში იყენებენ

რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ჩრდილოეთ კორეიდან იარაღი მიიღო, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ კომპანია „ვაგნერს“ ნოემბერში ნაღმტყორცნები და რაკეტები მიაწოდა, რომლებსაც ისინი უკრაინაში იყენებენ.

„ვაგნერი მსოფლიოს გარშემო ეძებს იარაღის მიმწოდებლებს, უკრაინაში მისი სამხედრო მოქმედებებს მხარდასაჭერად. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაასრულა „ვაგნერისთვის“, რომელმაც გადაიხადა შეიარაღებისთვის, მისი პირველადი შეიარაღების მიწოდება“, – განაცხადა კირბიმ.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მონაცემებით, „ვაგნერს“ უკრაინაში 50 000 მებრძოლი ჰყავს, მათ შორის 10 000 კონტრაქტორია, 40 000 კი მსჯავრდადებულები რუსული ციხეებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები