სააკაშვილმა შექმნა კრიმინალური სისტემა, რომლითაც ხოცავდნენ და ქუჩაში ხვრეტდნენ უდანაშაულო ახალგაზრდებს. ეს ყველაფერი მოდიოდა სააკაშვილის ნებითა და იდეებით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ბოროტების მწვერვალია, რომელმაც ქვეყანაში საშინელი რეჟიმი შექმნა.
„სააკაშვილს უნდოდა რომ შიშზე აეგო ქვეყანა. უამრავი ადამიანია ჩემსავით განადგურებული ამ ქვეყანაში. ბატონი ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო, ამ მხეცს [მიხეილ სააკაშვილი] ჩვენ ვერ მოვერეოდით. ის არის ბოროტების მწვერვალი, რომელმაც შექმნა საშინელი რეჟიმი. დღეს გამოდიან მისი მომხრეები და დღევანდელ სიტუაციაზე ამბობენ, რომ ვითომ ამ ხელისუფლებას აქვს რეჟიმი. მინდა მათ ვუთხრა – დაგვასვენონ, დაწყნარდნენ, ბატონ ბიძინას ლანძღავს შეეშვან და ნუ მიგვიყვანენ იქამდე, რომ მართლა ქუჩაში გამოვიდეთ. ბევრი ადამიანი პირადად მიკავშირდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ „ნაცებისგან“ დავისვენოთო“, – განაცხადა ია მეტრეველმა.