გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ ხვალიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერმანენტული აქციები დაიწყება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ ხვალიდან მსჯავრდებულ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლესთან პერმანენტული აქციები დაიწყება.

მისი თქმით,  სალომე ზურაბიშვილს აქვს ფორმალური შესაძლებლობა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი ხელმოწერით გაათავისუფლოს.

„ჩვენ ვალდებული ვართ, უკვე ხვალიდან პერმანენტული აქციები დავიწყოთ სწორედ ამ ლოკაციაზე. მართალია აქ არის მორთული საახალწლოდ სივრცე არ გვეახალწლება, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ ციხეში, როცა საქართველოს დემოკრატიული მომავალი ნადგურდება, როდესაც ჩვენმა შვილებმა შესაძლოა, იცხოვრონ ჭაობში და ეს არის რუსული ჭაობი. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრების შვილები ცხოვრობენ და გარანტირებული აქვთ ქონებაც, განათლებაც და უსაფრთხოებაც საზღვარგარეთ, ჩვენმა შვილებმა არ უნდა იცხოვრონ ამ ჭაობში. ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ დემოკრატიულ საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები