გია ცაგარეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ადამიანები ხელისუფლების დათმობის დღიდან ფიქრობენ ძალადობასა და ხელისუფლების დამხობაზე

დღეს სასჯელს იხდის ძალიან ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი, ზოგმაც მოიხადა. სასჯელი მოიხადა ახალაიამ, მერაბიშვილმა, სასჯელს იხდის გვარამია, სხვებიც იხდიან სასჯელს, მაგრამ ასეთი გაუგონარი ამბავი, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, არც კი წარმომედგინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დათმობის დღიდან ფიქრობს ძალადობასა და ხელისუფლების დამხობაზე.

„არავინ არ გაურბის პასუხისმგებლობას მის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, პირობების შექმნაზე და ყოველდღიური მზრუნველობის საგანია. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ეს ადამიანები ხელისუფლების დათმობის დღიდან ფიქრობენ ძალადობაზე, ფიქრობენ ხელისუფლების დამხობაზე, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყოველი მშვიდობიანი დღე ამ ქვეყანაში, არის მათი დასასრულის დასაწყისი, ყოველი მშვიდობიანი წამი ამ ქვეყანაში, დრო გადის, ადამიანები ნელ-ნელა გამოდიან იმ უბედური პერიოდიდან, რაც იყო სააკაშვილის მმართველობის წლები. ნელ-ნელა სხვა რელსებზე გადადის საზოგადოება, სხვა საზრუნავი აქვს. დრო მათზე არ მუშაობს და ამიტომაც ცდილობენ ყველა საშუალებით სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები