გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: აქ ადამიანი შემოიპარა კონკრეტული მიზნისთვის – მოეწყო სამოქალაქო დაპირისპირება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან შემოიპარა საქართველოში, ოდესის პორტიდან ფოთის პორტში. გამოიარა უკრაინის სასაზღვრო სივრცე, გადმოკვეთა უკანონოდ ჩვენი სასაზღვრო სივრცე. აქ ადამიანი შემოიპარა კონკრეტული მიზნისთვის – მოეწყო სამოქალაქო დაპირისპირება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ის აპირებდა რაღაც უბედურების დატრიალებას. რიგით მერამდენეს, კაცმა არ იცის. არ ვიცი, კონკრეტული დავალება ვინ მისცა მას, რა განზრახვა ჰქონდა, ესეც რთულად გასაგებია. ეს გამოძიების დასადგენია, რომელიც უკრაინაშიც უნდა ჩატარდეს და სავარაუდოდ არ ტარდება. სააკაშვილი შემოვიდა იმ მიზნით, რომ როგორმე სამოქალაქო დაპირისპირება გაეღვივებინა, მოეხდინა ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების დამხობა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები