გია ცაგარეიშვილი: მიხეილ სააკაშვილი მართავდა სისტემას, რომელიც ადამიანს ფიზიკურად და სულიერად ანადგურებდა

მიხეილ სააკაშვილი მართავდა სისტემას, რომელიც ადამიანს ფიზიკურად და სულიერად ანადგურებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოს მიერ არის გასამართლებული.

„ის არ არის გასამართლებული „ქართული ოცნების“, არც ჩემი, არც ღარიბაშვილის, არც კალაძის, კობახიძის, მდინარაძის მიერ, ის გაასამართლა კანონმა. მან თავის თავს მიუსაჯა საპატიმროში დიდი ხნით ყოფნა, როცა დაადგა კაცის კვლის გზას, დამნაშავეთა მფარველობის გზას, კანონის გამრუდების გზას. მან ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა 2004-2005 წლებში და ის სავარაუდოდ გრძნობდა, რომ ძალიან მძიმე დასასრული ექნებოდა ამ ყველაფერს ან შეიძლება არც გრძნობდა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები