Associated Press-ის ჟურნალისტებმა დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატელიტური სურათების ანალიზით 10 300 ახალი საფლავი აღმოაჩინეს – მათი უმეტესობა Stariy Krym-ის სასაფლაოზე.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სააგენტო AP-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟურნალისტებმა სატელიტური ფოტოების მიხედვით გაზომეს ის მონაკვეთები, სადაც ე.წ მასობრივი სასაფლაო გაფართოვდა. ანალიზის მიხედვით შეფასდა, რომ ახალი საფლავების საერთო ფართობი 51 500 კვადრატულ მეტრზე მეტს შეადგენს.
ამასთან, მათ ნახეს თვითმფრინავის კადრები, სადაც ნაჩვენებია, რომ რუსები მძიმე ტექნიკით თხრილებს თხრიან, შემდეგ კი ავსებენ მათ.
გამოცემის ცნობით, აღმოჩენილი საფლავები სამარხებს ჰგავდა, ზოგიერთი მათგანი ხის ჯვრებით, მითითებული სახელებითა და თარიღებითაა, თუმცა ძირითადად ხელნაწერი, პატარა ფირფიტებითაა მონიშნული.
სააგენტოს ჟურნალისტებმა ასევე გააანალიზეს ვიდეო კადრები, რათა დაეთვალათ საფლავების რაოდენობა სასაფლაოს ცალკეულ მონაკვეთებზე – ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ, ერთი საფლავია.