გიორგი ვოლსკი: სასამართლომ უნდა იმსჯელოს თემაზე კომპეტენტური მასალებიდან და არა იქიდან გამომდინარე, პატიმარს წვერი გაუპარსავი აქვს, დაუვარცხნელია თუ დაუბანელი

“სასამართლომ უნდა იმსჯელოს თემაზე კომპეტენტური მასალებიდან და არა იქიდან გამომდინარე, პატიმარს წვერი გაუპარსავი აქვს, დაუვარცხნელია თუ დაუბანელი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩართვაზე საუბრისას “ქრონიკაში” განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მას შთაბეჭდილება აქვს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად არავის აღელვებს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის თემის გადაბმა ეს არის ამოცანა, რომელიც მათ აქვთ. საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად არავის არ აღელვებს, უფრო პირიქით ვიტყოდი. დიდი ხანია მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული ზეწოლა თავად სააკაშვილზე, როდესაც ეს გავლენიანი სპექტრი, რომელიც საინფორმაციო საშუალებებს ფლობს და მანიპულირებს, ამ საინფორმაციო საშუალებებით მოუწოდებდა მას, რომ არავითარ შემთხვევაში შიმშილობა არ შეეწყვიტა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები