“ყველაზე მეტჯერ კითხვით იუსტიციის მინისტრს მიმართეს” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა

“პარლამენტის წევრებმა ანგარიშვალდებულ ორგანოებს 2922 შეკითხვა გაუგზავნეს, რომელთაგან 371 უპასუხოდ დარჩა. პასუხგაუცემელი კითხვებიდან 91 კითხვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის დასმული იყო, ხოლო 280 – ოპოზიციის წარმომადგენლის”, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი, სადაც 2020 წლის 12 დეკემბრიდან 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი და მისი შედეგებია შეფასებული.

ამავე კვლევის თანახმად, ყველაზე მეტჯერ კითხვით იუსტიციის მინისტრს მიმართეს.

“საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვა (445) მიხეილ სარჯველაძემ (უმრავლესობა) გააგზავნა, 313 კითხვა გააგზავნა ლევან იოსელიანმა (ოპოზიცია), ხოლო ალექსანდრე ელისაშვილმა (ოპოზიცია) — 284. ყველაზე მეტჯერ კითხვით მიმართეს იუსტიციის მინისტრს. 6 ინტერპელაციის ნაცვლად ჩატარდა ერთი ინტერპელაცია და გაიმართა 19 მინისტრის საათი კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი 19-ჯერ დაიბარეს, აქედან, 12 შემთხვევაში, როდესაც დაბარების ინიციატორი ოპოზიცია იყო, ანგარიშვალდებული პირები სხდომაზე არ გამოცხადდნენ”,- აღნიშნულია კვლევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები