ლევან იოსელიანი: ვიმედოვნებ, საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკური კონსულტაციები მეტ შედეგს მოგვცემს და სახალხო დამცველის კანდიდატზე შევჯერდებით

„სამწუხაროა, რომ ჩავარდა სახალხო დამცველის არჩევის საკითხი და მიმაჩნია, რომ ამაში როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს”,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი იმედოვნებს, რომ საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკური კონსულტაციები შედეგიანი იქნება და სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეული იქნება.

“ვფიქრობ, შესაძლებელი იყო კონსენსუსის მოძებნა და ვწუხვარ, რომ ეს ასე არ მოხდა. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, ხუთ კანდიდატს დავუჭირე მხარი, მათ შორის, ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებსაც, რომელთა წარმდგენი „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ არ მოვიდა მათ მხარდასაჭერად. მხარი დავუჭირე სხვა კანდიდატებსაც, რომლებზე კონსენსუსის მიღწევაც, ჩემი აზრით, მონდომების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვერაფერს შევცვლით. მე იმედი მაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკური კონსულტაციები უფრო მეტ შედეგს მოგვცემს და შევჯერდებით სახალხო დამცველის კანდიდატზე”, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები