მამუკა მდინარაძე – ჟურნალისტს: თუ შეიძლება, დამისახელეთ დადასტურებული დიაგნოზი, რომელიც ქართული კანონმდებლობის მიხედვით იყოს სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი

არანაირი ტრავმა მას არ მიუღია. არანაირი წამება, როგორც თქვენ იტყოდით, მას არ ჰქონია, ოროთახიან ლუქსშია მოთავსებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„თუ შეიძლება, დამისახელეთ დადასტურებული დიაგნოზი, რომელიც ქართული კანონმდებლობის მიხედვით იყოს სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი. პოსტ-ტრავმული აშლილობა – ზოგადად, აშლილობა ამ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა. ახლა ტრავმა რამ გამოიწვია, აქ არის ფეიკი. არანაირი ტრავმა მას არ მიუღია. არანაირი წამება, როგორც თქვენ იტყოდით, მას არ ჰქონია, ოროთახიან ლუქსშია მოთავსებული და თქვენი ამხელა მონოლოგის მიუხედავად, ვერ მისახელებთ იმ დიაგნოზს, რომელი დიაგნოზითაც, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, შეიძლება იყოს ამ ადამიანის გათავისუფლების საფუძველი“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები