სოზარ სუბარი: ქალბატონო სანდუ, იქნებ ჯერ იმ ქვეყნის პატიმრებზე გეზრუნათ, ვის პრეზიდენტადაც აგირჩიეს?

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მოლდოვა უერთდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნასთან დაკავშირებით.

,,მოლდოვას ციხეებში პატიმრების სიკვდილობა (ყოველ 10000 პატიმარზე გათვლით), ყველაზე მაღალია ევროპაში და ოთხჯერ მაღალი საქართველოს მაჩვენებელზე. პირობები კი მოლდოვის ციხეებში ევროპაში ყველაზე უარესია. ქალბატონო სანდუ, იქნებ ჯერ იმ ქვეყნის პატიმრებზე გეზრუნათ, ვის პრეზიდენტადაც აგირჩიეს?”, – წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები