ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილს „პოლონიუმი“ კი არ აქვს დალეული, არამედ უჭირს იმის განცდა, რომ კიდევ არაერთი წელი მოუწევს ციხეში ჯდომა
თუ იქნება პრეცედენტის დაშვება, რომ მძიმე ავადმყოფ მსჯავრდადებულს უცხოეთში გადაიყვანენ, ციხეებში ბუნტი მოხდება , – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ექსპრეზიდენტს ფსიქოლოგი სჭირდება, რადგან მას უჭირს იმის განცდა, რომ კიდევ არაერთი წელი მოუწევს ციხეში ჯდომა.
„არ ვეთანხმები. თუ დაშვება მოხდება პრეცედენტის, რომ მძიმე ავადმყოფი მსჯავრდადებულის გადაყვანა მოხდება უცხოეთში, ციხეებში მოხდება ბუნტი. 25 წელი, რომ გაქვს მისჯილი კოვზსაც გადაყლაპავ, ჩუსტსაც მიაყოლებ, თავსაც დაიზიანებ. გგონიათ მძიმე პაციენტები ციხეებში არ არიან?
ჩემი ღრმა რწმენით ადვოკატებიც წყალს ურევენ, რაღაც „პოლონიუმი“ დაალევინესო. „პოლონიუმით“ მოწამლული ერთი-ორი ადამიანი მყავს ნანახი და უბედურ დღეში იყვნენ. სააკაშვილს თუ ვინმე სჭირდება, ეს ფსიქოლოგია. მიხეილ სააკაშვილს „პოლონიუმი“ კი არ აქვს დალეული, თავისი რიტმიდან და ტემპიდან გამომდინარე უჭირს იმის განცდა, რომ კიდევ არაერთი წელი მოუწევს ციხეში ჯდომა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.