ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი – მან დააშავა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ამის გამო ციხეში უნდა მჯდარიყო

მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა და პატიმრობას ვერ ეგუება.

„სააკაშვილის დაუძლურების ყურებით ბევრი გულს იფხანს. დამარცხებულ მეტოქეზე შურისძიება არ არის შურისძიება, ხშირ შემთხვევაში შურისძიება ღირსეული ამბავია. ის ადამიანები იფხანენ გულს, რომლებიც სააკაშვილის ქება-დიდებით იყვნენ დაკავებულები. სხვა მხრივ, რომ შევხედოთ სააკაშვილი ციხეში არ არის, ის არის კლინიკაში. მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა დააშავა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ძალაუფლებას გადააჭარბა, ამის გამო ის ციხეში უნდა მჯდარიყო.

კიდევ უფრო მეტიც, სააკაშვილმა თავი მოჭრა საქართველოს ისე შემოსვლით, როგორც შემოვიდა. 2-ჯერ ყოფილი პრეზიდენტი და 2-ჯერ ყოფილი მთავარსარდალი კამო პეტროსიანივით შემოიპარები არაჟნის ყუთებით, ამან ცუდ დღეში ჩააგდო ქვეყანა და თავისი თავიც. როგორც აღმოჩნდა ის ფსიქოლოგიურად არ იყო მზად იმისთვის, რომ შეიძლება დაეჭირათ. თუ ახლა რამე სჭირს სააკაშვილს ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემა, ის ვერ ეგუება პატიმრობას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები