რუსეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოეხმაურა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის 10 დეკემბერს გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება გამაოგნებელია.

ამის შესახებ “ტასს” უწყებაში წყარომ განუცხადა.

10 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინისთვის შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს 45 ელექტროტრანსფორმატორს და 50 გენერატორს. ტვირთის ჯამური ღირებულება 1,4 მილიონ მანათზე მეტია (800 ათას დოლარზე მეტი).

“ბაქოს მხრიდან ასეთი ნაბიჯი დამაბნეველია. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც კიევის რეჟიმი სამხედრო საჭიროებისთვის იყენებს. აზერბაიჯანული მიწოდებები, რომლებმაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფუნდამენტურად შეცვალონ ვითარება, ჰუმანიტარული დახმარებისკენ არ არის მიმართული”, – აღნიშნა წყარომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები