კელი დეგნანი: სააკაშვილის საქმეზე პროცესი უნდა წარიმართოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით

სააკაშვილის საქმეზე პროცესი უნდა წარიმართოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ,,ვივამედში,, მკურნალობის შესახებ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა.

ელჩის თქმით, მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული.

“მთავრობის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაიცვას სააკაშვილის უფლებები, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევა, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და, რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს უფლება. მაშინ, როდესაც სასამართლო მოსმენებია და პროცესი მიმდინარეობს, ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით,” – განაცხადა დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები