არჩილ თალაკვაძე: რეალობა გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გამოხატა სრული მზადყოფნა, მიაწოდოს პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება

“არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც აქამდე ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი და კითხვის ნიშნები, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად, შესაბამისად, მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების კრიტიკა, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია ამ შემთხვევაში გახლავთ უსაფუძვლო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პენიტენციურ სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გარემოცვის მიზანი პოლიტიკური მოტივაციაა და არა – ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„რეალობა გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გამოხატა სრული მზადყოფნა, მიაწოდოს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სრული სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. გამოხატა მზადყოფნა, რომ მოიწვიოს ნებისმიერი პროფილის ექიმი, ვისაც ჩათვლის საჭიროდ მისი ოჯახი და დაცვის მხარე მისი ჯანმრთელობის ინტერესები, თუმცა ამაზე ჯერ პასუხი არ მიგვიღია, რაც ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში ამ ადამიანებს და სააკაშვილის გარემოცვას არა მისი ჯანმრთელობის საკითხები, არამედ სხვა ინტერესები აქვთ. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური მოტივაცია და ეს არის მართლმსაჯულებიდან თავის დაღწევის სურვილი კანონის გვერდის ავლით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები