გია ვოლსკი – სააკაშვილზე: ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ვიდეოკადრების ჩვენება იყო აუცილებელი
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო კადრებს გამოეხმაურა.
„ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად სხვა სურათი, განსხვავებული იმ შეფასებებიდან, სააკაშვილის მდგომარეობის იმ დახასიათებიდან აბსოლუტურად განსხვავებული სურათი, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების ძალიან დიდ რაოდენობას ჰქონდა აღებული, როგორც მთავარი თემა. მთავარი თემა, როგორ განავითაროს რევოლუციური პროცესები, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის კადრების ჩვენება იყო აუცილებელი“, – განაცხადა ვოლსკიმ.