რატი ბრეგაძე: ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას იმისთვის, რომ გართულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის სანაცვლოდაც უნდა იყოს მოპოვებული თავისუფლება

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2″-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოქმედებდა თვითდაზიანების რეჟიმში, რათა დამძიმებული ჯანმრთელობის ფასად მოეპოვებინა თავისუფლება.

„ნათელი იყო თვითდაზიანების რეჟიმი უშუალოდ სააკაშვილის მხრიდან და ამის ყველაზე ნათელი დასტური არის ის, რომ მან გამოაცხადა შიმშილობა. შემდგომ ის გადავიყვანეთ საავადმყოფოში, როდესაც დაბრუნდა, კიდევ იყო შიმშილობის ხანმოკლე ეპიზოდი და №12 დაწესებულებაში გაზაფხულზე, როდესაც მას ჰქონდა დანიშნული შესაბამისი მკურნალობა ,ის იკვებებოდა შერჩევით და, ასევე, იღებდა მედიკამენტებს შერჩევით. რა არის ეს ყველაფერი, თუ არა თვითდაზიანების მცდელობა?!
შემდგომ, როდესაც მას, ისევ თავისი ქცევიდან გამომდინარე, შევთავაზეთ რისკების გამო, რომ მას შესაძლოა, გართულებოდა ჯანმრთელობა, როდესაც არ იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტს, ასევე, არ იკვებებოდა სათანადოდ, არ გადიოდა სასეირნოდ და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რაიმე ფორმით მოეპოვებინა თავისუფლება, ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ, გადასულიყო კლინიკა „ვივამედში” და ამის სანაცვლოდაც მივიღეთ წინაპირობები, რასაც მკურნალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, იმისთვის, რომ გართულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც შეიძლება უფრო მეტად, რის სანაცვლოდაც უნდა იყოს მოპოვებული თავისუფლება”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები