მაია ბითაძემ ვენაში გამართულ ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების პლენუმ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ვენაში გამართულ ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ეროვნული ენერგეტიკის საკითხები და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გეგმები. ასევე ბოლოდროინდელი ფასების ზრდისა და მიწოდების უსაფრთხოების არსებულ საშიშროებასთან გამკლავების გზები განიხილეს.

„ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე რაც საქართველოში მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების და გარემოსდაცვითი კუთხით. ასევე განვიხილეთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა ემისიების შემცირება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და განახლებადი ენერგიების წყაროების გამოყენება, ასევე ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის ევროპული ენერგეტიკული ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში” – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე რომელიც წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას როგორც საქართველოსთვის ასევე სხვა ქვეყნებისთვის, იმ ენერგეტიკული კრიზისის გათვალისწინებით და იმ გამოწვევების პარალელურად რომელიც შეიქმნა უკრაინის ომის და საქართველოს ოკუპაციის პირობებში. ასევე მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას რომ საქართველოში შეიქმნას ისეთი საინვესტიციო გარემო, რომ მოხდეს მეტი ინვესტიციის მოზიდვა როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით ასევე ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამ ჭრილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები